თემა: ვნებები,  მონაზონთათვის,  სიძვა


ეშმაკის ცდუნება.

ერთხელ ერთი მოგზაური სავანეში მივიდა და ბერობა გადაწყვიტა. მას ჩვილი ბავშვი ჰყავდა. როდესაც პატარა გაიზარდა და ყმაწვილკაცობის ასაკს მიაღწია, ბოროტმა ძალამ შეუტია და მოსვენებას აკარგვინებდა. ბიჭმა მამას მიმართა:
    -ამქვეყნიურ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდე, ხორციელი ვნების მოთოკვა აღარ შემიძლია.
    მამამ შვილი დააწყნარა. რამდენიმე ხნის შემდეგ ყმაწვილმა კვლავ შესჩივლა:
    -გამიშვი, ვნების დასამორჩილებლად ძალა აღარ მყოფნის.
    მამამ მიუგო:
    მომისმინე; ორმოცი პური და პალმის ტოტები წაიღე, ორმოცი დღე უდაბნოში დასახლდი და იყოს ნება ღვთისა.
    შვილი მამას დაემორჩილა და უდაბნოში წავიდა. დრო შრომით გაჰყავდა, პალმის ტოტებისგან კალათებს წნავდა და მშრალი პურით იკვებებოდა.
    ოცი დღის შემდეგ დაინახა, რომ რაღაც ეშმაკეული მოჩვენება უახლოვდებოდა; იგი შორიახლოს გაჩერდა. ეთიოპიელ ქალს წააგავდა, საკმაოდ შეუხედავი იყო და მყრალი სუნი ასდიოდა, ყმაწვილი ახლოს არ იკარებდა, შორდებოდა და მისგან თავის დაღწევას ცდილობდა. ამყრალებულმა არსებამ კი მიმართა:
    -მე ის ვარ, რაც ადამიანებს ასე მომხიბვლელი და ტკბილი ჰგონიათ. შენი მორჩილებისა და ღვაწლის გამო ღმერთმა შენთან საცდუნებლად არ მომიშვა; სამაგიეროდ, დაგანახა, როგორიც ვარ.
    ყმაწვილი უფალს ადიდებდა და ჰმადლობდა. შემდეგ მამასთან დაბრუნდა და უთხრა:
    -აღარ მიდნა აქედან წასვლა, რადგან უფალმა ჩვენებით ეშმაკი და მისი სიმყრალე წარმომიდგინა.
    მისთვის უკვე ყველაფერი ცხადი იყო და შვილს მიუგო:
    -ჩემთვის რომ დაგეჯერებინა და უდაბნოში ორმოცი დღე დარჩენილიყავი, უფრო მეტს დაინახავდი და გაიგებდი
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები