თემა: კეთილი საქმეები, ოჯახი, ქალწულება, ქორწინება, ცხონება
როგორ გააკვირვა ორმა ქალმა ღირსი მაკარი.
ერთხელ ღირსი მაკარი ეგვიპტელი მომეტებულად გულმოდგინედ ლოცულობდა. ამ დროს მოესმა ხმა:
შენ ჯერ კიდევ ვერ მიემსგავსე ორ დედაკაცს, რომელნიც მახლობელ ქალაქში ცხოვრობენ.
მაკარის ეს სიტყვები გაუკვირდა და მათი ცხოვრების გაგება მოინდომა.
ბერი ქალაქში წავიდა, მოძებნა სახლი, რომელშიც ის ორი დედაკაცი ცხოვრობდა და კარზე დააკაკუნა. მას ქალი გამოეგება და სიხარულით შეიყვანა ოთახში, სადაც მეორე დედაკაცი მიეგება. მაშინ მაკარიმ მათ უთხრა:
-მე მხოლოდ თქვენი გულისთვის მიტვირთე დიდი შრომა, შორეული უდაბნოდან მოვედი, რომ შევიტყო თქვენი საქმენი; დაუფარავად აღიარეთ ყოველივე ჩემ წინაშე.
დედაკაცებმა ქალწულებრივი სიმორცხვით მიუგეს:
-კაცო ღვთისაო! განა შეიძლება, რამე ღვთის სათნო საქმე მოეთხოვოს იმას, ვინც მუდამ ოჯახის მზრუნველობაშია გართული და მეუღლის მოვალეობა უნდა აღასრულოს?
მაგრამ წმიდა მაკარიმ დაჟინებით სთხოვა, ეთქვათ, როგორ ატარებდნენ ცხოვრებას. მაშინ მადლიანმა დედაკაცებმა თავმდაბლად უთხრეს:
ჩვენ რძლები ვართ, მეუღლენი ღვიძლი ძმებისა; თხუთმეტი წელია ერთად ვცხოვრობთ, და ამდენ ხანს ერთმანეთისგან ერთი საწყენი სიტყვა არ გაგვიგონია; შვილები არ გვყავს და თუ უფალმა მოგვანიჭა ისინი, ჩვენი პირველი ზრუნვა ღვთის ვედრება იქნება, რომ შეგვეწიოს, აღვზარდოთ ისინი მორწმუნენი და კეთილისმოქმედნი; მოსამსახურეებს თავაზიანად ვეპყრობით; ბევრჯერ მოვინდომეთ მონაზვნად შედგომა, მაგრამ მეუღლეებისგან კურთხევა ვერ გამოვითხოვეთ. ჩვენდამი მათ სიყვარულს ვგრძნობთ და მათდა სანუგეშოდ დარჩენა გადავწყვიტეთ. ხოლო ჩვენი ცხოვრება ცოტათი მაინც რომ მიემსგავსოს წმიდა მეუდაბნოე დედათა ცხოვრებას, გულში გადავწყვიტეთ: ვერიდოთ ჭორებს და ყოველივე ცუდუბრალო საუბარს, უფრო ხშირად შინ ვიმყოფებოდეთ და ოჯახს ვუვლიდეთ.
ამის მოსმენის შემდეგ მაკარიმ თქვა:
-ჭეშმარიტად, ღმერთი იმას კი არ უცქერის, ქალწულია ვინმე თუ შეუღლებული, ბერია თუ ერი, არამედ მხოლოდ გულით კეთილი საქმეების მიმდევარს ეძებს და ასეთ ადამიანს უფალი შეიწყნარებს; მოხედავს მას და მოუვლენს სულიწმიდას, რომელიც ცხონების მოსურნე ყოველი ადამიანის ცხოვრებას ამოქმედებს და მართავს.
ეს მაგალითი ცხადად გვიჩვენებს, რომ ცხონება შეუძლია ყოველ მართლმადიდებელს, ბერი იქნება თუ ერი, შეუღლებულია თუ ქალწული, ოღონდ კაცს უნდა ჰქონდეს გული კეთილი, ჭეშმარიტი სარწმუნოება და კეთილ საქმეს ასრულებდეს