ავტორი:
არქიმანდრიტი გაბრიელი(ურგებაძე)
თემა: განსაცდელები, სასწაულები
ღმერთო, ამას ახადე და მე დამხადეო
ერთხელ, სამთავროს მონასტერში, გაბრიელ ბერთან ერთად, ტრაპეზს ვუსხედით; მე მამა გაბრიელის პირდაპირ ვიჯექი. უეცრად იგი სუფრიდან წამოდგა, სამჯერ გააკეთა დიდი მეტანია და უფალს მთელი გულით ევედრებოდა: ღმერთო, ამას ახადე და მე დამხადეო. არ ვიცი, იგი უფალს ჩემთვის თვალების ახელას სთხოვდა, თუ კიდევ სხვა რაიმე განსაცდელი მომელოდა და მან აიღო თავის თავზე.