
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
არიან რომელნიმე ჩვეულებანი, თუმცა ძველნი, გარნა ადვილად დასავიწყებელნი, და არიან სხვანი ჩვეულებანი ძველნი, რომელნი არ უნდა დავივიწყოთ არაოდეს. ვსთქვათ: ეს გრძელი და მრავალფერი ტირილი რომ ვიცით მიცვალებულთა ზედა, დავივიწყებთ და გარდავეჩვევით, ამით არ მოგვაკლდება არაფერი. და კიდეც მრავალთა ეჭვი შეუვიდა გულსა შინა, კარგი არის თუ ავი ეს ჩვეულება. გარნა არიან ზოგნი ჩვეულებანი, ახლადშემოსრულნი, რომელთა, უკეთუ მივიღებთ, მოგვეცემა დიდი სარგებლობა და არიანცა სხვანი ჩვეულებანი ახალნი, რომელნი სახელდობრ, არიან მისაღებელნი ჩვეულებანი და რომელნი არა მისაღებელნი.