ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
რომელი კაციც მცირეთა და მდაბალთა საქმეთა და მოვალეობათა თვისთა კარგად და პატიოსნად აღასრულებს, იგი დიდთაცა თვისთა საქმეთა და მოვალეობათა მსგავსადვე კარგად აღასრულებს. ყოველ დღე და ყოველ წამს კაცი აკეთებს რომელსამე მცირესა თვისსა საქმესა და თუ კეთილად და პატიოსნად აღასრულებს, მაშინ უნებლივად მიეჩვევა პატიოსნებასა და ბეჯითობასა და თუ არა, იგი მიეჩვევა სიყალბესა და სიცრუესა და ამ ჩვეულებას გადიტანს დიდ–დიდ საქმეებშიაც. თუ მცირეს და ადვილს მოვალეობას, რომელიც დიდ ღონეს და შრომას არ მოითხოვს, ცუდად აღასრულებ, დიდ მოვალეობას როგორღა აღასრულებ კარგად?