ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
ყველა ცოდვილი აზრის, სურვილისა და საქციელის ფესვი თავმოყვარეობაა, ხოლო მისი შედეგი მწარეა – ჩვენი სულის მისწრაფება უსასრულოდან სასრულისაკენ, ღმერთიდან საკუთარი თავისაკენ. ესაა ჩვენი სულის სამი მთავარი ძალის – გონების, ნებისა და გულის მოძრაობა უკუღმართი მიმართულებით, როცა ისინი დაკმაყოფილებას ეძებენ გრძნობისმიერ ცხოვრებაში, ნაცვლად იმისა, რომ ღმრთისკენ იყვნენ მიმართულნი. ჩვენი თავმოყვარეობა გამოიხატება ოცნებისმიერ ყოვლისმცოდნეობაში, თვითამაღლებასა და სიამაყეში, ეგოიზმსა და ხორციელ ტკბობაში. აქედან კი მომდინარეობს ყველა ცოდვილი მიზანი, სურვილი, სიტყვა და საქმე.