ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
არის კიდევ ერთი სახე ცოდვისა – როდესაც ახლობლები და ნათესავები უმალავენ მომაკვდავს საქმის ნამდვილ ვითარებას, ამშვიდებენ ფუჭი იმედებით, იმის ნაცვლად, რომ მოამზადონ იგი ზეთისცხების, აღსარებისა და ზიარებისათვის. შეინანეთ უფლისა წინაშე, თუ რომელიმე თქვენგანის ახლობელი გარდაიცვალა უზიარებელი თქვენი უყურადღებობით, მოუცლელობით, დაუდევრობით, მისი სიკვდილით შეშინების ამაო მორიდების მიზეზით. ასე მხოლოდ ის მოიქცევა, ვისაც არა სწამს საიქიო ცხოვრებისა. საშინელებაა, თუ თქვენს სინდისს აწევს ცოდვა მოყვასისადმი შეუწყალებლობისა.