169. მოკვდავნი თავიანთ თავს მტრობენ (ე.ი ამქვეყნიურ ვნებად სიამეებში ამყოფებენ, მიუხედავად იმისა, რომ იციან სიკვდილის გარდუვალობა), წინდაწინ იციან რა, რომ არსებობს სიკვდილი; უკვდავება წმინდა სულს შთაენერგება იქიდან, რომ კეთილია იგ...
იხილეთ სრულად
169. მოკვდავნი თავიანთ თავს მტრობენ (ე.ი ამქვეყნიურ ვნებად სიამეებში ამყოფებენ, მიუხედავად იმისა, რომ იციან სიკვდილის გარდუვალობა), წინდაწინ იციან რა, რომ არსებობს სიკვდილი; უკვდავება წმინდა სულს შთაენერგება იქიდან, რომ კეთილია იგი, მაშინ როცა მოკვდავობა (აქ "მოკვდავობა" გულისხმობს სულიერ დაღუპვას და არა არსებობის მოსპობას), სწორედ იმიტომ შეემთხვევა უგუნურსა და უბადრუკ სულს, რომ ბოროტია იგი.
1. გონებას ბუნებითი მრისხანება აქვს ვნებათა მიმართ და მრისხანების გარეშე არც სიწმინდეს მოიპოვებს ადამიანი, თუ არ განურისხდება იგი ყოველივე იმას, რაც მტრის მიერ დაითესა მასში. როდესაც ეს აღმოაჩინა იობმა, გაკიცხა მან თავისი მტრები დ...
იხილეთ სრულად
1. გონებას ბუნებითი მრისხანება აქვს ვნებათა მიმართ და მრისხანების გარეშე არც სიწმინდეს მოიპოვებს ადამიანი, თუ არ განურისხდება იგი ყოველივე იმას, რაც მტრის მიერ დაითესა მასში. როდესაც ეს აღმოაჩინა იობმა, გაკიცხა მან თავისი მტრები და ასე უთხრა მათ: "უღირსნო და უკეთურნო, ყოველგვარი სიკეთისგან დაკლებულნო, ჩემი საქონლის ძაღლთა ღირსადაც არ მეგულვით თქვენ" (იობ. 30. 1,4). ვისაც სურს, რომ მივიდეს ამ ჭეშმარიტ მრისხანებამდე, იგი მოიკვეთს ყველა თავის ნება-ს...
2. თუ მტრულ ძალას წინ აღუდგები და ნახავ მას შენგან მოუძლურებულს, რომელიც უკან გარბის, ნუ გაიხარებს შენი გული, რადგან უკეთურ სულთა ბოროტება მათვე უკან იმალვის, ამზადებენ რა ადრინდელზე უფრო საშინელ ლაშქარს, რასაც ჯერ ქალაქის უკან ტო...
იხილეთ სრულად
2. თუ მტრულ ძალას წინ აღუდგები და ნახავ მას შენგან მოუძლურებულს, რომელიც უკან გარბის, ნუ გაიხარებს შენი გული, რადგან უკეთურ სულთა ბოროტება მათვე უკან იმალვის, ამზადებენ რა ადრინდელზე უფრო საშინელ ლაშქარს, რასაც ჯერ ქალაქის უკან ტოვებენ და უბრძანებენ, უძრავად იყოს. შემდეგ, როდესაც წინ აღუდგები და შეუტევ მათ, უძლურად გაიქცევიან შენგან, მაგრამ გაამაყდება რა შენი გული მათი განდევნით და დატოვებ რა ქალაქს, მტერთა ნაწილი ზურგიდან ამოიმართება, ნაწილი წინ...
3. საყვარელნო, დავდგეთ ღვთის შიშით, დავიცვათ და შევინარჩუნოთ სათნოებათა საქმე, ნუ დავაბრკოლებთ ჩვენს სინდისს, არამედ ვილოცოთ ჩვენთვის ღვთის შიშით, ვიდრე სინდისი არ გაათავისუფლებს თავის თავს ჩვენთან ერთად, რომ მოხდეს შეერთება ჩვენს...
იხილეთ სრულად
3. საყვარელნო, დავდგეთ ღვთის შიშით, დავიცვათ და შევინარჩუნოთ სათნოებათა საქმე, ნუ დავაბრკოლებთ ჩვენს სინდისს, არამედ ვილოცოთ ჩვენთვის ღვთის შიშით, ვიდრე სინდისი არ გაათავისუფლებს თავის თავს ჩვენთან ერთად, რომ მოხდეს შეერთება ჩვენსა და მას შორის და შემდეგ იგი გახდეს ჩვენი დამცველი, გაგვიცხადებს რა ყოველივეს, რაშიც ვბრკოლდებით, მაგრამ თუ მისას არ შევისმენთ, განდგება ჩვენგან და დაგვტოვებს, ხოლო ჩვენ ჩავცვივდებით ჩვენი მტრების ხელებში და აღარ გაგვიშვ...
5. როდესაც გონება მოისმენს ამ დამაიმედებელ სიტყვებს, გაუკადნიერდება იგი მტრებს და იტყვის:"ვინ არის ჩემთან მორკინალი? წინ დამიდგეს მე. და ვინ არის მაცილებელი ჩემი? მომიახლოვდეს მე. აჰა უფალია ჩემი შემწე, ვინღა მიმტრობს მე? აჰა თქვე...
იხილეთ სრულად
5. როდესაც გონება მოისმენს ამ დამაიმედებელ სიტყვებს, გაუკადნიერდება იგი მტრებს და იტყვის:"ვინ არის ჩემთან მორკინალი? წინ დამიდგეს მე. და ვინ არის მაცილებელი ჩემი? მომიახლოვდეს მე. აჰა უფალია ჩემი შემწე, ვინღა მიმტრობს მე? აჰა თქვენ ყველანი გაცვდებით როგორც სამოსელი ჩრჩილისგან".
7. მონაზონს მართებს დახშოს თავისი სულის ყველა კარი ანუ ყველა გრძნობა, რომ არ დაეცეს მათგან და თუ ნახავს გონება თავის თავს არავისგან დამონებულს, განემზადება უკვდავებისთვის, ერთად თანაშემოკრებს რა თავის გრძნობებსაც და შექმნის რა მათ...
იხილეთ სრულად
7. მონაზონს მართებს დახშოს თავისი სულის ყველა კარი ანუ ყველა გრძნობა, რომ არ დაეცეს მათგან და თუ ნახავს გონება თავის თავს არავისგან დამონებულს, განემზადება უკვდავებისთვის, ერთად თანაშემოკრებს რა თავის გრძნობებსაც და შექმნის რა მათ ერთ სხეულად.
4. რაჟამს ნახავს ღმერთი, რომ მთელი ძალით დაემორჩილა მას გონება და არ ჰყავს ამ უკანასკნელს სხვა შემწე, თუ არა მხოლოდ იგი, განაძლიერებს მას და ეტყვის: "ნუ გეშინია, შვილო ჩემო იაკობ, მცირერიცხოვანო ისრაელ" (ესაია 41.13); და კიდევ: "ნ...
იხილეთ სრულად
4. რაჟამს ნახავს ღმერთი, რომ მთელი ძალით დაემორჩილა მას გონება და არ ჰყავს ამ უკანასკნელს სხვა შემწე, თუ არა მხოლოდ იგი, განაძლიერებს მას და ეტყვის: "ნუ გეშინია, შვილო ჩემო იაკობ, მცირერიცხოვანო ისრაელ" (ესაია 41.13); და კიდევ: "ნუ გეშინია, რადგან გამოგიხსენი შენ, გიწოდე შენ შენი სახელი. ჩემი ხარ შენ და თუკი გადახვალ წყალზე, შენთან ვარ, და მდინარეები ვერ შემოგერტყმიან შენ, და თუ გახვალ ცეცხლში, არ დაიწვები და ალი არ დაგწვავს შენ, რადგან მე ვარ უფ...
6. თუ შენმა გულმა ბუნებით (ე.ი. მთელი არსებით) შეიძულა ცოდვა, დაუმარხებია იგი და თავისი თავი განუშორებია ცოდვის მიზეზთაგან. შენც შენს წინაშე წარმოაჩინე სატანჯველი, (ცოდვას რომ მოსდევს), იცოდე, რომ შენი შემწე თანამყოფია შენთან და ა...
იხილეთ სრულად
6. თუ შენმა გულმა ბუნებით (ე.ი. მთელი არსებით) შეიძულა ცოდვა, დაუმარხებია იგი და თავისი თავი განუშორებია ცოდვის მიზეზთაგან. შენც შენს წინაშე წარმოაჩინე სატანჯველი, (ცოდვას რომ მოსდევს), იცოდე, რომ შენი შემწე თანამყოფია შენთან და არანაირად არ დაამწუხრო იგი, არამედ ტირილით წარსდექი მის წინაშე და თქვი: "შენია წყალობა ჩემი ხსნისა, უფალო, რადგან არ ძალმიძს განვერიდო მტერთა ხელებს უკეთუ შენ არ შემეწევი". ილოცე გულით და იგი დაგიცავს შენ ყოველგვარი ბოროტ...
11. ზოგჯერ ეშმაკები მზაკვრულად უკუიქცევიან, რომ ადამიანმა შვება მისცეს თავის გულს იმის ფიქრით, რომ მოისვენა, მაგრამ ისინი ანაზდეულად ისევ შემოუტევენ უბადრუკ სულს, ბეღურასავით მიიტაცებენ მას და თუ უფრო მძლავრნი აღმოჩნდებიან, უმოწყა...
იხილეთ სრულად
11. ზოგჯერ ეშმაკები მზაკვრულად უკუიქცევიან, რომ ადამიანმა შვება მისცეს თავის გულს იმის ფიქრით, რომ მოისვენა, მაგრამ ისინი ანაზდეულად ისევ შემოუტევენ უბადრუკ სულს, ბეღურასავით მიიტაცებენ მას და თუ უფრო მძლავრნი აღმოჩნდებიან, უმოწყალოდ დაამდაბლებენ მას ყოველგვარ ცოდვაში, უფრო უარესში იმ თავდაპირველ შეცოდებებზე, რომელთა გამოც იგი შენდობას ითხოვდა. ამიტომ, დავდგეთ ღვთის შიშით, დავიცვათ გული, აღვასრულოთ ჩვენი საქმითი ღვაწლი და შევინარჩუნოთ სათნოებანი,...
link
12. ჩვენმა მოძღვარმა იესო ქრისტემ, უწყოდა რა ეშმაკთა დიდი ულმობლობა და ებრალებოდა მას ადამიანთა მოდგმა, გულის მჭმუნვარებით თქვა და ბრძანა: "იყავით მზად ყოველ საათს, რადგან არ იცით, რომელ ჟამს მოვა მძარცველი" (მათე 24.43), რათა არ ...
იხილეთ სრულად
12. ჩვენმა მოძღვარმა იესო ქრისტემ, უწყოდა რა ეშმაკთა დიდი ულმობლობა და ებრალებოდა მას ადამიანთა მოდგმა, გულის მჭმუნვარებით თქვა და ბრძანა: "იყავით მზად ყოველ საათს, რადგან არ იცით, რომელ ჟამს მოვა მძარცველი" (მათე 24.43), რათა არ მოხდეს ისე, რომ მოვიდეს იგი და მძინარენი გვპოვოს ჩვენ. და კიდევ: "გაფრთხილდით, არ დამძიმდეს თქვენი გულები ლოთობით, სიმთვრალითა და ამქვეყნიური საზრუნავით, რადგან ანაზდეულად მოიწევა ჟამი" (ლუკა 21.34). ამიტომ, დაუდექი შენს...