ყოველთვის გაკიცხე საკუთარი თავი და ნურასოდეს გაამართლებ. ნებისმიერ საკითხში და ყოველი განსაცდელის დროს შენი ძმა გაამართლე და თქვი, რომ მუდამ შენ ცდები. ამას ეწოდება სიმდაბლე.
კეთილად იღვაწე, შვილო, საუკუნო ცხოვრებისთვის. კარგი დასაწყისით კეთილ დასასრულს მოიპოვებ. შენი გონება იესო ქრისტეს ხსენებით იყოს მოცული და ის გახდება შენთვის ყველაფერი – სიხარულიც, მშვიდობაც, გლოვაც და მაცოცხლებელ ცრემლთა სიმრავლეც...
იხილეთ სრულად
კეთილად იღვაწე, შვილო, საუკუნო ცხოვრებისთვის. კარგი დასაწყისით კეთილ დასასრულს მოიპოვებ. შენი გონება იესო ქრისტეს ხსენებით იყოს მოცული და ის გახდება შენთვის ყველაფერი – სიხარულიც, მშვიდობაც, გლოვაც და მაცოცხლებელ ცრემლთა სიმრავლეც, რაც შენს სულს თოვლზე უსპეტაკესს და ღრუბელზე უმსუბუქესს გახდის.
უნდა ვიღონოთ ყველაფერი, რომ გონება და გული არ დატყვევდეს, არ განიარაღდეს. გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორც კი სულიერი გველი შხამს მიმოაფრქვევს, შორიდანვე უნდა გავფრთხილდეთ, სანამ ჩვენამდე მოაღწევდეს და გონებასა და სულს მოგვიშხამ...
იხილეთ სრულად
უნდა ვიღონოთ ყველაფერი, რომ გონება და გული არ დატყვევდეს, არ განიარაღდეს. გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორც კი სულიერი გველი შხამს მიმოაფრქვევს, შორიდანვე უნდა გავფრთხილდეთ, სანამ ჩვენამდე მოაღწევდეს და გონებასა და სულს მოგვიშხამავდეს
ადამიანები ვნების ტყვეები ხდებიან. ვნება კი შხამიანი გველივითაა. დიდი გველები სისინით აფრქვევენ შხამს, გესლავენ ყველაფერ ცოცხალს მათ გარშემო და შემდეგ მსხვერპლს შთანთქავენ. ასევეა ცოდვის გველიც. ის შორიდანვე აფრქვევს შხამს – ტკბობ...
იხილეთ სრულად
ადამიანები ვნების ტყვეები ხდებიან. ვნება კი შხამიანი გველივითაა. დიდი გველები სისინით აფრქვევენ შხამს, გესლავენ ყველაფერ ცოცხალს მათ გარშემო და შემდეგ მსხვერპლს შთანთქავენ. ასევეა ცოდვის გველიც. ის შორიდანვე აფრქვევს შხამს – ტკბობას, რაც გონებისა და სულიერი ძალების პარალიზებას იწვევს. ადამიანს ვნება ატყვევებს და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ბოროტებისკენ მიიქცევა.