ავტორი:
იოსებ ათონელი(ისიხასტი)
თემა: მონაზონთათვის, განსაცდელები
როდესაც ღმერთი ამ სოფლიდან გამოიყვანს მონაზვნობისათვის მოსულს და მოიყვანს უდაბნოში, მაშინვე როდი უჩვენებს მას საკუთარ ვნებებსა და განსაცდელს, არ ანახებს, ვიდრე მონაზონი არ გახდება და ვიდრე ქრისტე არ შეკრავს მას თავისი შიშით. და მაშინ იწყება გამოცდა, ღვაწლი და ბრძოლა. და თუკი ის, ვინც უნდა გამოიცადოს, დასაწყისშივე აიძულებს თავს და თავისი შებრძოლებებით ღვაწლის სანთლის ანთებას მოასწრებს, იგი არ ჩაუქრება მაშინ, როცა მადლი განეშორება, როცა განსაცდელი მოვა. თუ არადა, როცა მადლი წავა, თავადაც თავის უწინდელ მდგომარეობას დაუბრუნდება. და, შესაბამისად დაბრუნდება ვნებებიც, რომლებიც ამსოფლად ჰქონდა, აღდგება განსაცდელები და აამოძრავებს უწინდელ ჩვევებს, რომელთაც ემსახურებოდა და ემონებოდა