ავტორი:
იოსებ ათონელი(ისიხასტი)
თემა: განსაცდელები, მონაზონთათვის
კაცი კაცისაგან დიდად განსხვავდება და მონაზონიც - მონაზონისაგან. არიან რბილი ზნის სულები, რომლებიც ადვილად იჯერებენ. და არიან უხეში სულები, რომელთაც იოლად როდი დაიმორჩილებ. ისინი ისე განსხვავდებიან ერთმანეთისანაგ, როგორც ბამბა - რკინისაგან. ბამბას მხოლოდ სიტყვიერი გაპოხვა სჭირდება. რკინა კი დასამორჩილებლად განსაცდელთა ცეცხლსა და ღუმელს მოითხოვს. და ასეთს ჭირთათმენა მართებს განსაცდელში, რათა განიწმინდოს. როცა მოთმინება არ არის, იგი ლამპარია ზეთის გარეშე - სწრაფად ქრება და იღუპება