თემა: განსაცდელები, ბოროტი ზრახვები
ამბა პამბოს ძმამ შესჩივლა, რომ ზრახვებთან სულიერი ბრძოლა ჰქონდა. ბერმა, სხვათა შორის, უთხრა მას: "ნუ გაგიკვირდება ის, რაც გემართება. ხედავ, როგორი მოხუციც ვარ; სამოცდაათი წელია ამ სენაკში ვცხოვრობ და საკუთარი სულის ცხონებისათვის ვზრუნავ; ამ სიბერეშიც ვებრძვი განსაცდელსა და თავდასხმებს ზრახვებისაგან.