image

თემა: სიმდაბლე,  სტუმართმოყვარეობა

453. ჩემო მამაო, აისისთავმა, როცა ის საკვირველი სიმდაბლე გამოიჩინა, საკუთარი თავი მეუფის სტუმრობისათვის უღირსად მიიჩნია და მისმა რწმენამ ქება დაიმსახურა; აბრაამი კი, პირიქით, არწმუნებდა და ჩაუვარდა რა მეუფეს ფეხებში, ევედრებოდა კარავში შესულიყო, თუმცა როგორც ადამიანს ისე მიეახლა მას და არ იცოდა, რომ ის თავად მეუფე იყო. განა აბრაამს არ ჰქონდა სიმდაბლე? ასისთავის სათნოება ნუთუ პატრიარქის სათნოებას აღემატება? რამეთუ სიმდაბლეს (როგორც ამას თქვენ ყოველთვის გვასწავლით), სათნოებებს შორის პირველი ადგილი უკავია. ამიხსენი თითოეული მათგანის სათნოების ძალა და განსხვავება, იმიტომ რომ ერთმა დაიმდაბლა რა თავი, უფალი სტუმრად არ მიიღო და ქება დაიმსახურა, ხოლო მეორემ სიყვარულით მიიღო ის და ასევე ქება დაიმსახურა.
ისინი ორივე ღვთის რწმენაში სრულყოფილნი იყვნენ და რწმენა და სიმდაბლე დროის შესაფერისად გამოიყენეს, რამეთუ პატრიარქმა აბრაამმაც თქვა: „გავბედე უფალთან ლაპარაკი მე მტვერმა და ნაცარმა“ (დაბ. 18, 27), და რადგან ის საკუთარ თავზე ასე ფიქრობდა, განა ეს იმას არ გვიჩვენებს, რომ ის თავის თავს მისი სტუმრობის ღირსადაც არ თვლიდა, მაგრამ როგორც სრულყოფილი მამა, ყველა ადამიანს თანაბრად იღებდა, არ ანსხვავებდა რა ცოდვილებს წმინდანებისაგან. სწორედ მასზე და ლოთის შესახებ იყო ნათქვამი: „სტუმრისმოყუარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ამისგან ვიეთმე რეცა არა უწყოდეს და ანგელოზნი ისტუმრნეს“ (ებრ. 13, 2). ხოლო აბრაამს მასში თავად მეუფე რომ შეეცნო, ის უეჭველად ასისთავის სიტყვებს გამოიყენებდა, რამეთუ არავინაა იმაზე უფრო მდაბალი, ვინც საკუთარ თავს მიწად და ნაცრად მიიჩნევს. ასისთავმაც ასევე შესაფერის დროს გამოიყენა სიმდაბლე, შეიცნო რა, რომ ის ჩვენი მაცხოვარი იყო. ჩვენ კი ვამბობთ, რომ მას სტუმართმოყვარეობის სათნოებაც ჰქონდა, რამეთუ საქმეებით ვლინდებოდა მისი რწმენა. ქრისტეს უქმი რწმენა არ შეუქია, ანუ ვამტკიცებთ, რომ მის რწმენას საქმეები ახლდა თან, და რომ სტუმრის მიღების შემთხვევაში ისიც პატრიარქ აბრაამის მსგავსად ყველას გულმოდგინედ მიიწვევდა. მაშასადამე, როგორც ვხედავთ, ისინი ორივე სრულყოფილნი იყვნენ.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები