ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: თავისუფალი ნება, მორჩილება, საქმე
554. თუკი რომელიმე საქმეში პირადი ნება არა მაქვს, მაგრამ მსურს, რომ აბბას ვასიამოვნო და საქმის შესახებ გავახსენებ მას, რამეთუ ვიცი, რომ მას ესიამოვნება მისი შესრულება, ასევე თუ მე შემთხვევით რაიმეს გაკეთებას დამავალებს და არ შევასრულებ, უხერხული ხომ არ იქნება თუ შევახსენებ, რომ საქმე დასამთავრებელი მაქვს?
სჯობს დაელოდო, სანამ აბბასგან მითითებას მიიღებ. ხოლო, როდესაც ხედავ, რომ ის საგონებელშია და არ იცის ვის დაავალოს, მაშინ თუ გსურს ასიამოვნო, უთხარი მას და ეს უხერხული არ იქნება. ხოლო თუ შენ, რაიმე საქმის გაკეთება დაგავალა და არ გააკეთე, მაშინ მხოლოდ გაახსენე, რომ საქმე არაა შესრულებული და სხვა არაფერი თქვა; და ასე წარმოჩნდება, რომ შენ ამ საქმეში შენი ნება არ გამოძრავებდა.