თემა: ავადმყოფობა, სათნოებები
ავადმყოფობის სარგებელი.
ღირსმა ლუკა ელადელმა ( 946, ხსენება 7/20 თებერვალს) როგორც პრაქტიკული, ისე ჭვრეტითი ცხოვრებიდან უდიდესი გამოცდილება დააგროვა. ერთხელ მან დიდმარხვა თავის მეგობარ ბერთან, გრიგოლთან ერთად გაატარა.
ამ უკანასკნელს კუჭის საშინელი ტკივილები აწუხებდა. მან ლუკას სიწმიდისა და ღვთის წინაშე არაჩვეულებრივი კადნიერების შესახებ უწყოდა. ამიტომ დაჟინებით სთხოვდა ღირს მამას განკურნებას.
-ისეთ რამეს მთხოვ, რაც ჩემს ძალებს აღემატება! - პასუხობდა ამაზე ღირსი მამა, მაგრამ მეგობარი მაინც არ წყვეტდა თხოვნას.
-მამაო გრიგოლ, - მიუბრუნდა ერთ დილას თავის მეგობარს ღირსი მამა, - წუხელ ეშმაკებმა დამცინეს.
-რა მოხდა? - დაუფარავი ინტერესით გამოჰკითხა გრიგოლმა, რადგან ფიქრობდა, რომ ლუკას ღვთაებრივი გამოცხადება ჰქონდა.
-ვიღაც გაბრწყინებული მამა დავინახე, -უპასუხა ბერმა, - ოქროსფრად შემოსილი და გარეგნულად ძალიან საშიში იყო. ის ჩემს გვერდით იჯდა, შენ კი შორიახლოს იდექი და გვიყურებდი. ამ საოცარ მამას მივუბრუნდი, შენზე მივანიშნე და ვკითხე:
-რა სტკივა, ასე ძლიერ რომ მაწუხებს? გევედრები, შეიბრალე და მეც გამათავისუფლე ამ წუხილისგან!
-თავი დაანებე, მას ბერობა სურს, - უპასუხა ანგელოზმა.
-ის უკვე ბერია! - წამოვიძახე და შენს სქემაზე მივანიშნე.
-მხედველობაში მაქვს არა სქემა, არამედ სულიერი სრულყოფილება, რამეთუ ჭეშმარიტი ბერი სამოსით კი არ შეიცნობა, არამედ სათნოებათა სრულყოფილებით; ეს იმას ნიშნავს, რომ ფიზიკური ავადმყოფობა სულს სათნოებებში წვრთნის და სრულყოფილებისკენ მიჰყავს იგი.
იმ დღიდან გრიგოლს ღირსი ლუკასთვის განკურნება მეტად აღარ უთხოვია, ხოლო როდესაც ტკივილი აწუხებდა, გალობას იწყებდა: "და აღმომიყვანა მე მღვიმისაგან გლახაკებისა და თიხისაგან უყისა და დაამტკიცნა კლდესა ზედა ფერხნი ჩემნი და წარმართნა სლვანი ჩემნი" (ფს. 39, 2).
მაგრამ ღირს ლუკას თავისი მეგობარი არ დავიწყებია. ერთ ღამეს ის მას ექიმის სახით გამოეცხადა: თავი ისე მოაჩვენა თითქოს გრიგოლს კუჭს უსინჯავდა და უთხრა:
-განკურნებული ხარ, გრიგოლ! საკვები ტკივილს აღარასოდეს მოგაყენებს.
ასე განიკურნა გრიგოლ ღირსი ლუკა სასწაულმოქმედის ლოცვით