თემა: რჩევის მიღება, სათნოებები, სიმდაბლე
ღირსი არსენი დიდი ისეთი თავმდაბალი და მორჩილი იყო, საკუთარ გონებას იმდენად არ ემყარებოდა, რომ ყოველთვის ეძიებდა რაიმე ესწავლა, უსწავლელ ადამიანთაგანაც კი.
ერთხელ ეს მოსაგრე ეგვიპტიდან ჩამოსულ ერთ ბერს ესაუბრებოდა, რჩევა-დარიგებას სთხოვდა, როგორ უკეთესად განედევნა გულიდან ღვთისთვის არასათნოო აზრები. ერთმა სხვა მოსაგრემ მათი საუბარი მოისმინა, გაუკვირდა და არსენს ჰკითხა:
-ნუთუ შენ, რომელმაც ბერძნული და ლათინური ენები იცი, რჩევას იღებ უსწავლელთაგან?
-მე ვიცი ბერძნული და ლათინური ენები, - მიუგო ღირსმა მამამ, - მაგრამ დღემდე ვერ ვისწავლე ანბანი, რომელიც ამ უბრალო ადამიანმა ასე მტკიცედ იცის.
ამით არსენი დიდმა გამოამჟღავნა თავმდაბლობა, რომელიც ყველა სათნოების სათავეა, ისევე, როგორც ანბანი არის ყველა სათნოების სათავე.