ავტორი:
ილია II
თემა: ნარკომანია, ცოდვა
ცოდვა დღეს არ წარმოშობილა, იგი უძველესი დროიდან არსებობდა და არსებობს, მაგრამ ადრე ცოდვას ცოდვა ერქვა და იგი სირცხვილად მიიჩნეოდა; დღეს კი სიტუაცია იცვლება და იქითკენ მიდის, რომ ცოდვის ლეგალიზება მოხდეს.
განა შეიძლება ნარკომანობა იყოს ჩვეულებრივი მდგომარეობა და ნარკომანი საზოგადოების სრულფასოვან წევრად მიიჩნეოდეს? განა შეიძლება სოდომ-გომორის ცოდვა ბუნებრივ მოთხოვნილებად შევრაცხოთ და ეს გადახრა ჩვეულებრივ მოვლენად წარმოვაჩინოთ? მაშინ რატომღა ვსჯით მკვლელებსა და ქურდებს, სხვა ბოროტმოქმედთ, მათაც ხომ მიდრეკილებები აქვთ ამ დანაშაულობების მიმართ?
ასეთი ლიბერალური მიდგომის პროპაგანდა არ შეიძლება; ამას მხოლოდ ურწმუნონი თუ გააკეთებენ და ისინი, ვისაც, როგორც ამბობს პავლე მოციქული, სინდისი დამწვარი აქვთ. მართალია, მათი რიცხვი საქართველოში ჯერ დიდი არ არის, მაგრამ ეკლესიის ვალია გააფრთხილოს ისინი და აუხსნას, რომ იმქვეყნად თავიანთ თავს საშინელ ხვედრს უმზადებენ, თუმცა არც ამქვეყნად დარჩებიან დაუსჯელნი.