image

თემა: სიკეთე,  ბოროტება,  ვნებები

32. სიკეთისაკენ სამი საწყისი გვიბიძგებს: ბუნებით მონიჭებული სიკეთე, წმინდა ძალნი და კეთილი ნება. ბუნებით მინიჭებული სიკეთეა, როცა, მაგალითად, ისე ვექცევით ადამიანებს, როგოც გვსურს, ჩვენ გვექცეოდნენ. ანდა როცა ადამიანს სივიწროვესა და უპოვარებაში მყოფს ვხედავთ და ბუნებრივად ვიბრალებთ მას. წმინდა ძალთაგან არის სიკეთე, როცა კეთილი საქმისადმი ჩვენი სწრაფვისას ჩვენს თავში კეთილ შემწეს აღმოვაჩენთ და წარმატებას მივაღწევთ. და ბოლო, კეთილი ნებაა, როცა განვასხვავებთ რა სიკეთეს ბოროტებისაგან, ვირჩევთ სიკეთეს.
     33. ასევე სამი საწყისია, რომელიც ბოროტებისკენ გვიბიძგებს: ვნებები, დემონები და ბოროტი ნება. ვნებაა, როცა გვსურს რაღაც უგუნური, როგორიცაა, მაგალითად, უდროო და უჯერო ჭამა, ანდა, როცა დედაცაცებს არ სურთ შვილების გაჩენა, ასევე უსამართლობა, როცა ვურისხდებით და ვუწყრებით ვინმეს, ვინც არ უნდა იყოს ის, ჩვენი შეურაცხმყოფელი თუ მაწუხებელი. დემონები კი, ჩვენივე დაუდევრობით, იხელთებენ რა მათთვის შესაფერის ჟამს, მოულოდნელად გვესხმიან თავს და უდიდესი ძალით ჩვენში ზემოხსენებულ მსგავს ვნებებს აღძრავენ. და ბოლოს, ბოროტი ნებაა, როცა ვიცით რაა სიკეთე, მაგრამ ნებით ვირჩევთ ბოროტებას.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები