ავტორი:
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
თემა: ვნებები, სათნოებები
69. როცა ავხორცობა იზრდება, მაშინ გონება ძილში სიამეთა მომგვრელ საგნებზე ოცნებობს; ხოლო, როცა გულისწყრომა იზრდება, მაშინ ის შიშისმომგვრელ საგნებს ხედავს; არაწმინდა სულები თავის თანაშემწედ ჩვენსავე დაუდევრობას იყენებენ და აღძრავენ და აძლიერებენ ვნებებს; ხოლო მათ წმიდა ანგელოზები ამცირებენ მაშინ, როცა ჩვენ სათნოებათა აღსრულებისაკენ გვიბიძგებენ.