ავტორი:
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
თემა: კეთილი საქმეები, ღვთის სათნო ყოფისათვის, სიკეთე
47. ყოველგვარ ჩვენს ქმედებაში, როგორც მრავალგზის ითქვა, ღმერთი მიზანს უყურებს, მისთვის ვიქმთ თუ სხვა მიზეზის გამო. ამიტომ როცა რაიმე კეთილის გაკეთება გვსურს, მიზნად კაცთმოყვარეობა კი არ უნდა დავისახოთ, არამედ ღვთისათვის სათნო ყოფა. მარადიულად ღმერთს რომ ვუცქიროთ, ყველაფერი მისთვის უნდა ვაკეთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამაოდ გავირჯებით და სასჯელსაც დამიმსახურებთ.