ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ცოდვა
თუ არ შეგიძლიან რომ სრულიად გამოსცვალო შენი ცხოვრება, სრულიდ უარჰყო პირველნი შენნი ცოდვანი, ვნებანი და ნაკლულევანებანი და ცუდნი ჩვეულებანი, ერთი რომელიმე შენი ცოდვა მაინც უარჰყავ და მით დასდევ დასაწყისი შენისა მოქცევისა და უმჯობესობისა; ერთი მაინც რომელიმე ცოდვა შენი დასტოვე. იქმნება გქონდა ვისზედმე უკმაყოფილება, ან შური, შეურიგდი მას გულწრფელად და ნუღარა გახსოვს ძვირი მას ზედა და მით დაამტკიცე, რომ სწორეთ გსურს ამიერითგან უმჯობესად იცხოვრო; ან, იქმნება ანგაარი იყავ, მოიშალე ეს საშინელი ცოდვა; ან გულმწყრალი ხარ, დაამშვიდე გული შენი. ერთი სიტყვით, გამოაჩინე რითმე, დაუმტკიცე ღმერთსა და შენს სინიდისსა, რომ სწორეთ გსურს უმჯობესი შეიქმნე ამიერითგან.