image

თემა: ამპარტავნება,  კეთილი საქმეები,  ბოროტი საქმეები

უკუეთუ ქმნეს კაცმან ყოველი კეთილი და მას ზედა აღზუავნა და ამპარტავან იქმნა, არა შეიწირავს ღმერთი კეთილისა საქმესა მისსა, რომელ ქმნა, რამეთუ ამპარტავანებაი არს თავი ყოვლისა ცოდვისაი. და რომელსა ენებოს სლვად გზასა წარსაწყმედელისასა, რომელ არს ძვირის-ხსენებაი და მანკიერებაი, შური, სიძვაი და ანგაჰრებაი, რომელ არს კერპთ-მსახურებაი, და რისხვაი, და სმენაი მოყუსისაი და ზაკუვაი. რომელნიმე კაცთაგანნი იტყვიან, ვითარმედ გუნებავს კეთილისა საქმე და სათნოებათაი, რაითა შევიდეთ სამოთხედ და ვერ შეუძლეთ. ჰოი კაცო, ვითარ უკუე სხუანი შემძლებელ არიან კეთილისა საქმედ და შენ ვერ შემძლებელ ხარ, რამეთუ ყოველმან კაცმან, რომელმან გულს-იდგინოს კეთილისა საქმე, ღმერთი მოატყუებს მას, და ყოველმან რომელმან გულს-იდგინოს ბოროტისა საქმე, ეშმაკი შეეწევის მას
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები