ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები


ერთი რამ გაქვს, რომელსაც არ შემიძლია წინ აღვუდგე!

მაკარი დიდს შეხვდა ეშმაკი და ეუბნება: „მაკარი, უდაბნოში მცხოვრები ჩემზე მეტს რას აკეთებ? მეც უდაბნოში ვბინადრობ; შენ მარხულობ, მე კი საერთოდ არ ვჭამ; შენ უპოვარებას ესწრაფვი, მე სულ არაფერი გამაჩნია. ჰოი, მაკარი, ერთი რამ გაქვს, რაც მთრგუნავს, რომელსაც არ შემიძლია წინ აღვუდგე“. – „რა?“ – ეკითხება მაკარი. - „სიმდაბლე! ის მწვავს!“ – და ამის თქმისთანავე გაუჩინარდა.
მოდით, ვიტვირთოთ მცირედი შრომა, რომ შევიძინოთ ეს მხსნელი სათნოება. განუწყვეტლივ ვევედროთ უფალს. მას ყველაფრის მოცემა შეუძლია და ვირწმუნოთ, რომ ამასაც მივიღებთ, როცა ტკივილით, მოთმინებითა და დაჟინებით დავაკაკუნებთ უფლის მოწყალების კარზე; ის იოლად გაიღება, თუკი წმინდა სახარებისეულ მაგალითს უსამართლოდ დაჩაგრული ქვრივის შესახებ გასაღებივით კეთილად გამოვიყენებთ (ლუკ. 18, 1-7). მაკარი დიდს შეხვდა ეშმაკი და ეუბნება:

მადლმოსილი სულიერი ცხოვრება შიგნით იწყებს სულში ცეცხლის დანთებას და განხურვებას. ანუ, როგორც კი ადამიანი საკუთარ თავს რმერთს გადასცემს, მისი გულმოდგინებისა და მოშურნეობის შესატყვისად, მადლი თავისი განმანათლებელი ძალით მასში იწყებს უფრო და უფრო შეღწევას, ანუ იწყებს ყველაფრის გათავისებას. მაგრამ ამ მდგომარეობაში გაჩერება არ შეიძლება და არც ეგების. ეს ჯერ საყრდენი წერტილია, თესლია. საჭიროა მცდელობა, რომ სიცოცხლის ამ ნათელმა წიაღსვლა გააგრძელოს, არ ჩაიკეტოს თავის თავში, ჩაიღვაროს მთელს ჩვენს არსებაში, ყველა ძალასა და სამშვინველისა და სხეულის ბუნებაში შეაღწიოს, ასეთნაირად განანათლოს ისინი, გაითავისოს, მოკვეთოს გარედან შემოსული არაბუნებრივი ვნებები და წმიდა და ბუნებრივ ხატებაში აღიყვანოს ისინი. მაგრამ, რადგან ყველა ეს ძალა არაბუნებრივითაა გაჟღენთილი, ამიტომ ბრკოლდება რა მათი სიბინძურით, სულიწდის მადლს, უწმიდესს, გულში მოსულს, არ სურს პირდაპირ და უშუალოდ მათთან შეხება. ამიტომ ჩვენში მყოფ სულიწდის მადლსა და ამ ძალებს შორის საჭიროა დამხმარე საშუალება, რომლის მეშვეობითაც მადლი ამ ძალებში გადაიღვრებოდა და მტკივნეულ ადგილებზე დადებული სალბუნის მსგავსად მიანიჭებდა მათ კურნებას. ცხადია, ყველა ეს დამხმარე საშუალება, ერთი მხრივ, უნდა ატერებდეს ღვთაებრივ თვისებას, ან ზეციურ წარმომავლობას, ხოლო მეორე მხრივ - სრულ თანხმობაში უნდა იყოს ჩვენი ძალების ბუნებრივ წყობასა და დანიშნულებასთან, სხვაგვარად მადლი დაბრკოლდება და ძალები ვერ მიიღებენ მისგან კურნებას. ეს საშუალებები თავისთავად მხოლოდ ვარჯიში, შრომა და მოქმედებაა... ჩვენი ძალებისთვის დაკარგული სიწმიდის და მთლიანობის დამაბრუნებელი და მაკურნებელი საქმიანობა და სავარჯიშოები, ანუ საშუალებები სინამდვილეში არის მარხვა, შრომა, მღვიძარება, განმარტოება, ამა სოფლისაგან განშორება, გრძნობების დამარხვა, წმ. წერილის და წმ. მამათა ნაშრომების კითხვა, ეკლესიური ცხოვრება, ხშირი აღსარება და ზიარება. მადლმოსილი სულიერი ცხოვრება შიგნით იწყებს


„ამიერიდან ქრისტესთვის დამუნჯდი!“

ერთი ადამიანი მოვიდა ბერთან, რომელსაც ძმობა ჰყავდა და მის მორჩილებაში დაიწყო შრომა. ბერმა ახალმოსულს უთხრა: „რადგან ჩემს კრებულში გსურს ცხოვრება, გიბრძანებ, ერთი სიტყვაც აღარ თქვა, ამიერიდან ქრისტესთვის დამუნჯდი!“ – მან უპასუხა: „როგორც მაკურთხებ“.
გარკვეული დროის შემდეგ ბერმა დაინახა, რომ მორჩილისთვის ამ ძმობაში ცხოვრება უსარგებლო იყო. ერთ დღესაც უთხრა მას: „სხვა მოძღვართან, სხვა მონასტერში გგზავნი“; პატარა წერილი მისცა და დაამატა: „ამა და ამ მონასტერში მიდი, ეს იღუმენს გადაეცი და იქ დარჩი“.
იღუმენმა სარეკომენდაციო წერილი მიიღო. იქ ეწერა: „მამაო, გთხოვთ, ეს ძმა მიიღოთ. კარგი მონაზონია და ა. შ.“ იღუმენმა ის მონასტერში დატოვა.
გავიდა ხანი და ეს მონაზონი გარდაიცვალა. მას მდუმარება არ დაურღვევია. მისი სიკვდილის შემდეგ მეორე მოძღვარმა პირველს მისწერა: „მართალია, მუნჯი ძმა გამომიგზავნე, მაგრამ ნამდვილი ანგელოზი იყო!“
მაშინ პირველმა უპასუხა: „ბუნებით მუნჯი არ ყოფილა, ის კურთხევას ასრულებდა და ამიტომ დარჩა მდუმარე!“ გააოცა მეორე მოძღვარი ამ ძმის სიმტკიცემ, ასე კარგად და სამაგალითოდ რომ დაიცვა მოძღვრის კურთხევა.
მინდა ვთქვა, რომ საკუთარი ნების სრული უარყოფა სიწმინდეა. ერთი ადამიანი მოვიდა ბერთან, რომელსაც ძმობა


სწორედ მაშინ გამოიცდება თითოეულის მისწრაფება

მწუხარება, რომელიც გტანჯავს, შენი ჯვარია; ის ჩვენმა იესომ მოგცა, რომ მისი მიმბაძველი გახდე და უფლის სიყვარული შენთვის უცხო არ იყოს (ქრისტესთვის ჯვარცმით მჟღავნდება ჩვენი მისდამი სიყვარული). ვისაც ის გულწრფელად უყვარს, მხოლოდ თაბორის მთაზე როდი მიჰყვება, სადაც ღვთაებრივი დიდება გამოჩნდა და სადაც ის ტკბილი მადლითა და სიხარულით მოგვიხილავს; არამედ წმინდა გოლგოთის აღმართზეც მასთანაა, ჯვარცმამდე მის გვერდითაა, ანუ მადლის მოკლებისა და მწუხარების დროსაც, რასაც შეჭირვება, ტკივილი, უიმედობა, დაეჭვება, შრომა და ოფლი მოსდევს. სწორედ მაშინ გამჟღავნდება, თუ როგორია შინაგანი ადამიანი – ყალბი თუ მართალი, გამოცდილი თუ გამოუცდელი, კაპიტანი თუ მეზღვაური. სწორედ მაშინ გამოიცდება თითოეულის მისწრაფება; მხნე და დამთმენი შინაგან ჯილდოს იღებს – მას ღმერთი მოიხილავს მადლის გამრავლებით. ამგვარად იწვრთნება ქრისტიანი სულიერ ბრძოლაში, სანამ აღესრულება და განისვენებს. მწუხარება, რომელიც გტანჯავს, შენი ჯვარია; ის

მწუხარებას ადგილი აქვს ცხოვნების გზაზე, ჯერ ერთი მართლმსაჯულების მიხედვით. ღმერთს უნდოდა ადამიანის ზეცად აყვანა სამოთხის გზით. მაგრამ ადამიანმა მოინდომა ღვთის მაღლა სვლა. ამიტომ იყო სწორედ, რომ იგი ღვთის მართლმსაჯულებით დაეცა. მის გზაზე დაითესა ეკალი, შრომა, ოფლი, მწუხერაბე და ბოლოს, სიკვიდილი დროებითი და მარადიული. დაბადებიდან ჩვენ ყველა მემკვიდრენი ვართ ჩვენი პირველი წინაპრების ცოდვისა და იქიდან გამომდინარე სასჯელისა. შეგვეძლო ამით განვსაზღვრულიყავით, მაგრამ ჩვენ კიდევ მეტად გავამრავლეთ ჩვენი მემკვიდრეობითი ცოდვები თვითნებური ცოდვებით. მოწყალე ღმერთმა ჩვენ გამოგვიცხადა ცხოვნების ახალი საშუალება ქრისტეს სახით, რომელმაც ჩვენი გულისათვის დააკმაყოფილა ღვთის მსაჯულება ჯვარცმული მისი სიკვდილით. მაგრამ ამასთან ერთად კანონი ღვთის მართლმსაჯულებისა არ დარღვეულა, და ამიტომ დაზოგვილი მონანიებული ცოდვილი ერთბაშად ზეცად აყვანა, თანაბრად უცოდველი ადამიანისა, შეუძლებელი გახდა. ამიტომ მიიღე შენაც ადამიანო, უყოყმანოდ: შრომა, მწუხარება და გაჭირვება. მეორო მწუხარება ღვთის განგების მიხედვით სულის კურნების საშუალებაა, ცოდვა ავადმყოფობაა, რომელიც ადამიანის არსში ინერგება. ცოდვის შთაბეჭდილება და ბიწიერი სიამოვნება თავისებურ კვალს სტოვებს ნაწილობრივ სულში, ნაწილობრივაც სხეულში, რომელიც მოგონების დროს, იღვიძებს, ახლდება და იჩენს მიდრეკილებას ცოდვის ჩადენისათვის. ამიტომ, როგორც დოსტაქარი ხანდახან სხეულში ამონაზარდ გადამდებ იარას მოჰკვეთს, რომ ავადმყოფობა მოსპოს და ავადმყოფი განკურნოს და გააჯანსაღოს, ამის მსგავსად იყენებს უფალი, - სულისა და ხორცის მკურნალი, - მწუხარების იარაღს, რომ აღმოფხვრას ცოდვილ ადამიანში თვით ცოდვის კვალი და მიდრეკილება ბიწიერი სიამოვნების მიმართ. ამაზე იტყვის მოციქული პავლე: რომელმან ივნო ხორცითა, დაცხრომილ არს ცოდვისაგან; და დააშთ დრო ხორციელი მისი ცხოვრებისას იგი ატარებს არა კაცის გულისთქმის მიხედვით, არამედ ნებითა თვთისათა (პეტრ. 4, 1-2) მწუხარებას ადგილი აქვს ცხოვნების გზაზე, ჯერ

თქვენ გაქებენ. რა არის ამაში საოცარი? უთევზობისას კიბორჩხალაც გამოდგება, როგორც ამბობდა მამა პართენი. ძალზე ახასიათებს ჩვენს საზოგადოებას სიკეთის აჩრდილისადმი თანაგრძნობა... მაგრამ ეს თქვენთვის სულაც არ არის კარგი. წყლის წვეთი ქვას ხვრეტავს ხშირი დაცემით მასზე. თითოეული ქების ნაწილი თავმოყვარეობისა და პატივმოყვარეობის ჭიას ეცემა და კვებავს; იგი თქვენთვის უხილავად იზრდება, ვიდრე მომაგრდებოდეს, სათნო გრძნობებს ჯერჯერობით აძლეს არსებობის ნებას. ხოლო როცა გაიზრდება, წამში გაანადგურებს ყველაფერს. საშიშია! და კიდევ რა? ქება უღიტინებს გულს, აჩერებს და ასუსტებს მოშურნეობას. ეს იგივეა, გაქცეულს რომ ფეხი დაუდო. გაჩერება სულიერ ცხოვრებაში უკუსვლას ნიშნავს უკვე. ესეც უარესია! რა ვქნათ? თქვენ თვითონ დაიმდაბლეთ თავი და ჩაიხშეთ გულისა და გონების ამპარტავნება საკუთარ თავზე მდაბალი წარმოდგენებით. სწორედ მაშინ, როდესაც ყურს ტკბილი სიტყვები ქვებივით აცვივა, შედით თქვენს გულში და ყველანაირად დაიმცირეთ თავი ღვთისა და მისი წმინდანების წინაშე. როგორი ღვაწლები გასწიეს მათ, რომ ღვთისთვის სათნონი ყოფილიყვნენ! ჩვენ კი რა გვაქვს? ეკლესიაში წავალთ ერთხელ, ხუთ მეტანიას გავაკეთებთ შინ, მაცხოვნებელი წიგნის ერთ ფურცელს წავიკითხავთ - და უკვე წმინდანად გვთვლიან. ფიზიკური დამამცირებელი შრომა დიდად წაგადგებათ. სიმდაბლის კარგი მასწავლებლები არიან მსახურებიც. ისურვეთ შეურაცხყოფანი და უფრო მეტად - დაუმსახურებელნი; უკიდურეს შემთხვევაში, შეხვდით მათ, როგორც მაცხოვნებელ სალბუნებს, ღვთის მიერ თქვენი პატივმოყვარეობის ჭრილობაზე დადებულთ. მაგრამ თქვენით ნურაფერს გააკეთებთ. მოუხმეთ უფალს, მონის ხატებამდე რომ დაიმდაბლა თავი, და ის გასწავლით. ოღონდ ამ მდგომარეობას ნუ წაუყრუებთ. ქება ყინულის ლოდად გაქცევთ, იქნებით მარმარილოს ქანდაკებასავით: გარედან - ლამაზი, შინაგანად კი - უსიცოცხლო. დედა ღვთისამ დაგიფაროთ ამისაგან! უმჯობესია, ტალახში გორავდეთ და ფეხით გთელავდნენ ყველანი, ვიდრე ასეთი რამ დაგემართოთ თქვენ გაქებენ. რა არის ამაში საოცარი?


იესოს ლოცვამ ხორციელი ღვაწლი შეამსუბუქა!

სანამ მღვიძარების, სიფხიზლით შრომის შესახებ სწავლება სისტემურ სახეს მიიღებდა, საყოველთაო გახდებოდა და თავისუფლად გავრცელდებოდა, მამები და სულიერი მოშურნეობის მქონე ადამიანები ბევრს შრომობდნენ ხორციელი ღვაწლით: მარხულობდნენ, ღამეებს ათევდნენ, მრავალ გასაჭირს ითმენდნენ. მაგრამ როცა მღვიძარება, სიფხიზლით შრომა ცნობილი გახდა, როგორც სისტემაში მოყვანილი მეთოდი, ხორციელი ღვაწლი საგრძნობლად შემცირდა არა ზედმეტობის გამო, არამედ იმ მიზეზით, რომ მამებმა სულიერ საქმიანობას ხორციელ ღვაწლზე მეტად მიუძღვნეს თავი. სიფხიზლით შრომა მათ გულისსიტყვებისგან ათავისუფლებდა და ვნებებიც სუსტდებოდა. მღვიძარებამ მათ გულებს სიწმინდე მიჰმადლა. ამიტომაც აღარ ჰქონდათ სულის სიწმინდის მისაღწევად ხორციელი ღვაწლის უკიდურესი საჭიროება.
ამის გამო ჩვენც, მონაზვნებმაც არ უნდა მივატოვოთ ეს ლოცვა, რომელსაც 1000%-ით მოაქვს სარგებელი. როცა სიფხიზლით შრომა განწმენდს გონებასა და გულს და ადამიანს მისცემს უნარს კეთილგონივრულად იზრუნოს როგორც სხეულის გარეგან, ისე სულის შინაგან გრძნობებზე, მაშინ მონაზონს მიზნის მისაღწევად დიდი ხორციელი ღვაწლი აღარ ესაჭიროება. სანამ მღვიძარების, სიფხიზლით შრომის შესახებ


ექიმი წამალს აძლევს, ის კი დრტვინავს და აძაგებს მკურნალს

ამბობთ, რომ თქვენი ძმა ავადმყოფობისას გმობდა, შიოდა, სწყუროდა და ა. შ. მომისმინეთ: იმასაც ამბობდით, რომ თქვენი ძმა სასიკვდილოდ სცოდავდა. მრავალმოწყალე ღმერთს სურდა მას თავისი დანაშაული შეეგნო და მოენანიებინა, ამიტომაც გამოუგზავნა ეს სნეულება. იგი უნდა დატანჯულიყო, რათა ღმერთს, რომელიც ასე დაამწუხრა, მოწყალე თვალით მოეხედა მისკენ.
თქვენი ძმა ზრუნვით რომ ყოფილიყო გარემოცული და ყოველგვარი ხორციელი განსვენება ჰქონოდა, მის რომელ შრომას დაინახავდა უფალი, რომ შეჰბრალებოდა? იცოდეთ, რაც უფრო დაიტანჯა, მით მეტად შეუმსუბუქდა სასჯელი! სნეულებითა და ძმების მხრიდან მოვალეობის შეუსრულებლობით ღმერთმა საშუალება მისცა სინდისით მხილებულს მოენანიებინა. ის იმ ავადმყოფს ჰგავს, რომელსაც ექიმი წამალს აძლევს, ის კი თავის დასაღუპავად მოუთმენლობით დრტვინავს და მკურნალს აძაგებს. ამბობთ, რომ თქვენი ძმა ავადმყოფობისას გმობდა

უბედურებაა, როცა ადამიანის გული გამაძღარი და კმაყოფილია, ხოლო როცა იგი მშიერია და გლახაკი, ეს უფრო კარგია. კლახაკი ძლიერი ყინვის დროსაც კარგად დარბის და მათხოვრობს. წავიდოდა სამათხოვროდ, პურის ნატეხი რომ ჰქონოდა?
როცა უბედურებას გრძნობს ადამიანი, მის შფოთსა და შრომას დასასრული არ უჩანს. ასევეა გულიც! როცა მას უბედურების, სიგლახაკისა და შიმშილის გრძნობა ეწვევა, - მოსვენებას არ აძლევს იგი არც სხეულს, არც სულს. ხან ამას აკეთებს, ხან იმას. თავს არ იბრალებს და ნებისმიერ შრომას არად დაგიდევთ. შიმშილსა და უბედურებას კი, უფალი უგზავნის მლოცველსა და მვედრებელს. ეს ჯანმრთელობის ნიშანია. ავადმყოფს კი მადა არა აქვს; იგი მაძღარია, თუნდაც ერთი კვირა არაფერი ჭამოს. უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ!
მოკლე ძაფით დაბმული ჩიტი აფრინდება და ჩამოვარდება, ისევ აფრინდება და ჩამოვარდება. როცა ძაფი გრძელია, ჩიტი უფრო მაღლა და შორს ფრინდება, მაგრამ ისევ თავისი მიჯაჭვულობის ადგილზე ეცემა. ძაფი რომ არა, გაფრინდებოდა ჩიტი მწვანე ველებისაკენ. დიდ გალიებშიც დაფრინავენ ჩიტები, მაგრამ თავისუფლება არა აქვთ მათ. როგორ დავიხსნათ თავი?
როდესაც ცეცხლი ემუქრება დაბმულს, ისეთი ძალით გაიწევს, რომ რკინის ჯაჭვს გაწყვეტს, არათუ სუსტ ძაფს. რაღა დაგრჩენია, დაანთე უბედურების ცეცხლი შენს გარშემო. მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს, უდროობაშიც ზოგჯერ ჩვენ თვითონ ვართ დამნაშავენი.
უმჯობესია, წინასწარ არაფერი ჩაიფიქროთ - არც მონასტერში წასვლა და არც მონასტრის იქით; რამეთუ ამის ძალები არა გაქვთ. თქვენი შინაგანი უნდა შეაშფოთოთ და ააფორიაქოთ, რომ არ დაეძინოს. ძილში სამსონიც კი შეკრეს, თმა შეაჭრეს და ძალები წაართვეს. როცა გულში მონასტერია, მაშინ მონასტრული წყობა გინდ იყოს და გინდ არა, სულ ერთია. გულში მონასტერი აი, რა არის: ღმერთი და სული კაცისა. ოღონდ თუკი ღმერთი მოგიხმობს მონასტერში, უნდა წახვიდე. ოღონდ წინასწარ ნუ იფიქრებთ, რა შეგხვდებათ იქ. წარმოდგენაც არ შეგიძლიათ. თითოეული იქ ხვდება იმას, რაც სწორედ მას სჭორდება. ერთის მაგალითი მეორისას ჰგავს. უმჯობესია, ღვთის ნებას მიენდო და ყოველივე მიიღო ისე, როგორც ღვთის ხელიდან მომავალი [გვ. 80] უბედურებაა, როცა ადამიანის გული გამაძღარი და

აი, ყველა ის საშუალება, რომელნიც ჩვენში ვნებებს აღმოფხვრიან: ჩვენი საკუთარი გონებრივი ღვაწლი და შრომა, მოძღვარი და თავად უფალი. უკვე აღვნიშნეთ, რომ შინაგანიაზრობრივი ბრძოლის გარეშე გარეგანი ბრძოლა ვერ წარემატება. ეს მნიშვნელოვანია როგორც დამოძღვრას დაქვემდებარებული ბრძოლის, ასევე განგებულებით მიმდინარე წმედის დროს. ამიტომ შინაგანი ბრძოლა უწყვეტად და შეუცვლელად უნდა მიმდინარეობდეს. მარტო ის იმდენად ძლიერი არაა, მაგრამ მის გარეშე სხვა ყველა უმოქმედო და უშედეგოა.
მოღვაწეებიც და ყველა, ვინც წვალობს, ტირის თუ მორჩილებს, იღუპება და იღუპება შინაგანი ბრძოლის, ანუ გონების დაცვის სიღარიბის გამო. აქვე, თუ გავიხსენებთ, რაც ადრე ითქვა შინაგანი დადებითი საქმიანობის შესახებ, კერძოდ იმას, რომ მასშია მიზანი და ძალა გარეგანი დადებითი საქმიანობისა, მთელი ძალით წარმოჩნდება შინაგანი საქმიანობის სრული ნიშვნელობა და ყველა მიხვდება, რომ ის არის აღმოსავალი, საფუძველი დაყოველგვარი მოღვაწეობის მიზანი. მთელი ჩვენი საქმიანობა მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: შიგნით მოკრების შემდეგ უნდა აღდგეს სულიერი ცნობიერება და მისი სიცოცხლისუნარიანობა და ამ განწყობით, მოძღვრის ან განგებულების მიდევნებით, განსაზღვრული გარეგანი საქმიანობის შესრულებას უნდა შევუდგეთ, მაგრამ ამსათანავე, მკაცრი და დაძაბული ყურადღება უნდა მივაპყროტ და ვაკონტროლოთ ყველაფერი, რაც კი ამ დროს შიგნით წარმოიშობა. თუ ვნებიანი გამოხდომა წამოყოფს თავს, ის უნდა განვდევნოთ და დავამარცხოთ არამარტო აზრებით, არამედ მოქმედებითაც და არ დაგვავიწყდეს, რომ უნდა გაგვაჩნდეს სული შემუსვრილებისა და საკუთარ ცოდვებზე წუხილი.
აქეთკენ უნდა იყოს მიმართული მოღვაწის მთელი ყურადღება, ის მოღვაწეობისას უნდა ერთობოდეს და როგორღაც შეკრული ან წელშემოსარტყლული უნდა იყოს თავის აზრებში. ამგვარ შიგნითმყოფობას ფრთხილ სვლას, ფხიზელ სვლას ეძახიან, ხოლო მეცნიერებას მის შესახებ - სიფხიზლის მეცნიერებას. ახლა გასაგებია, თუ რატომ ანიჭებენ მოღვაწენი უპირატესობას გონების სიფხიზლეს და ვისაც ის არ გააჩნია, რატომ მიიჩნევდნენ მას ნაყოფის გარეშე დარჩენილად. აი, ყველა ის საშუალება, რომელნიც ჩვენში

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3