თემა: სიმდაბლე, წმინდანები
ამბა პამპოს შესახებ ყვებოდნენ, რომ იგი სიკვდილის მოახლოებისას ზუსტად გარდაცვალების წუთებში მასთან მყოფ მამებს ეუბნებოდა: "იმ დროიდან, რაც ამ უდაბნოში მოვედი, სენაკი ავიშენე და იქ დავსახლდი, არ მახსოვს, რომ ოდესმე საკუთარი ხელით ნაშრომის გარდა სხვა პური მეჭამოს და არასოდეს მინანია სიტყვები, რომელიც ოდესმე, რომელიც ოდესმე, თუნდაც ამ წუთამდე მითქვამს. ახლა კი ღმერთთან მივდივარ ისე, თითქოს არც კი დამეწყოს მისთვის მსახურება.