თემა: განსაცდელები, სასუფეველი, სიმშვიდე, უბედურება
გადააგდეთ დედამიწის მოშორებულ კუთხეში ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში უმაღლესი სამყაროს სიმდიდრეს - ზეციურ სასუფეველს ატარებს; გარს შემოარტყით მას ყველა შესაძლო უბედურება - ვერაფერი შეარყევს მისი სულის შინაგან სიმშვიდეს; იმიტომ, რომ ღვთაებრივი ნათელი, ცხოვრება და ძალა ყოველთვის და ყველგან განუშორებელია მისგან. "რამეთუ მოჰკვდით, და ცხოვრება თქვენი დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა" (კოლ. 3, 3), მიცვალებულთა სიმშვიდეს კი ქვეყნად ვერავინ დაარღვევს.