
თემა: თავისუფლება, ცოდვა
როგორც დაჟანგული რკინა კარგავს სიმაგრესა და ძალას იმდენად რომ, რაც ადრე დიდი ძალისხმევით არ იმსხვრეოდა, ახლა მცირე ძალდატანებითაც კი ადვილად შესამუსრი გახდა, თუმცა მისი ფართობი და რაოდენობა იგივე დარჩა; ასევე ცოდვილს რჩება თავისუფლების ყველა ნიშანი; ზოგიერთ შემთხვევაში იგი გარეგნულად უფრო თავისუფალია, ვიდრე - მართალი, რომელსაც ყოველთვის ღვთის შიში და სინდისი აკავებს; მაგრამ შინაგანი სიმტკიცე არა აქვს.