ავტორი:
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
თემა: ცოდვა
ვიფიქროთ ცოდვებზე, ზოგიერთნი მსუბუქს რომ უწოდებენ, რომლებიც, მართალია, მომაკვდინებელი არაა, მაგრამ მაინც დიდი სიმძიმე აქვს და რომელშიც ჩვენი ნებისყოფის ნაკლებობის და სისუსტის გამო ვვარდებით: ცოდვა, რომელიც მსუბუქად გვეჩვენება, ასეთი არაა არც თავისთავად, არც მომაკვდინებელ ცოდვასთან შედარებით. მაგლითად, რომელიმე ტბას მცირე მაშინ ეწოდება, როდესაც მას დიდ ზღვას ვადარებთ, თუმცა სინამდვილეში იგი პატარა სულაც არაა, რადგან ბევრ წყალს შეიცავს.