ავტორი:
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
თემა: ცოდვა, ბოროტება
მცირე ცოდვა მხოლოდ მომაკვდინებელთან შედარებით გვეჩვენება მცირედ, თავისთავად აღებული, იგი დიდი ბოროტებაა. იმიტომ, რომ ცოდვა მცირეც და დიდიც – ერთი წყაროდან იღებს სათავეს – საღვთო კანონის დარღვევიდან, როგორც იოანე მახარებელი ბრძანებს: "ყოველმან, რომელმან ქმნეს ცოდვაი, მან უსჯოლოებაიცა ქმნეს და ცოდვაი იგი არს უსჯულოებაი" (1 იოანე 3, 4). იაკობ მოციქული კი ბრძანებს, რომ, "რომელმან ყოველი სჯული დაიმარხოს და სცთეს ერთითა, იქმნა იგი ყოვლისავე თანამდებ" (იაკ. 2, 10).