ავტორი:
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
თემა: ცოდვა
აუცილებლად უნდა ავარიდოთ თავი ცოდვებს, რადგან თუ მოვინდომებთ, რომ ღმერთსაც სათნო ვეყოთ და არც "მცირე" ცოდვების მიტოვება გვსურს, ზეცა ჯოჯოხეთთან შევაერთოთ, სიბნელე – ნათელთან, ცეცხლი – წყალთან და სიწმინდე – ბოროტებასთან? მართალია, ეს ცოდვები "მცირედ" გვეჩვენება, მაგრამ მათ უდიდესი სიმძიმე აქვთ, რამეთუ წმიდა ღმერთს განარისხებენ. ასევე, უდიდესი ბოროტება, რომელიც, შეიძლება ქმნილების მიმართ იყოს ჩადენილი, არაფერია იმასთან შედარებით, რაც შემოქმედის მიმართ არის ჩადენილი.