ავტორი:
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
თემა: ცოდვა, ზრახვები, ბოროტი ზრახვები
ცოდვები აბინძურებენ სულს და ღვთის წინაშე საძაგელს ხდიან მას, რამეთუ თუკი თუნდაც ერთი ბოროტი ზრახვა ღვთის თვალში საძაგელი და საზიზღარია, როგორც სოლომონი ბრძანებს: უკეთურის ზრახვები სიბილწეა უფლის წინაშე, უმწიკვლოთა სიტყვები კი საამურია" (იგავნი 15, 26); და თუ მარტოდენ აზრები, როდესაც ისინი მზაკვრულია, სულს უფლისაგან განაშორებენ ("არასწორი სიბრძნე ღმერთს განაშორებს" (სიბრძნ 1, 3), მაშ, რამდენად შორდება ღვთაებრივ სიყვარულს და მისი განუსაზღვრელი მადლისათვის საძაგელი ხდება ის ცოდვილი სული, რომელიც საქმით აღასრულებს ამ "მცირე" ცოდვებს?