image

თემა: სიცრუე,  ნაყროვანება მუცელღორობა,  ცოდვა

როგორ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღვთისთვის საძაგელი არაა ღორმუცელობა, მემთვრალეობა და სიცრუე, როდესაც თვით უფალმა ბრძანა, რომ იგი დაღუპავს "ყოველთა, რომელნი იტყვიან სიცრუვესა" (ფს. 5, 6) და რომ მოსწყურდებათ გამაძღართ: "ვაი თქუენდა, გამაძღარნო აწ, რამეთუ გშიოდის" (ლიკა 6, 25). და აი, სახე იმისა, როგორ აზიანებენ მცირე ცოდვები სათნოებას და ამცირებენ ჩვენში ღვთაებრივ მადლს: თუ ბუზი ჩავარდება სურნელოვან მირონში, მაგრამ მას მალე ამოიყვანენ იქიდან, მირონის კეთილსურნელება არ დაზიანდება, ხოლო თუ ბუზი მასში დარჩება, მაშინ სურნელება სიმყრალედ გადაიქცევა, როგორც სულიწმიდამ ბრძანა ეკლესიასტეს პირით: "შხამიანი ბუზები აფუჭებენ და ალპობენ სურნელოვან ზეთს" (ეკლ. 10, 1).
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები