ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ცოდვა
კარგად გასინჯე, ძმაო და ერთად წარმოიდგინე, რაოდენი და რა საშინელი ვნებანი შეუდგებიან ცოდვასა; იგი დაგასნეულებს და წაგახდენს თვით შენ; მოყვასნი შენნი, მხედველნი ცოდვისა შენისა, მიიღბენ შენგან ცუდსა მაგალითსა; შვილნი და მომავალნი შენნი ეგრეთვე შეიქმნებიან მოზიარედ შენისა უბედურებისა. ჰოი, ვითარსა მძიმესა ტვირთსა გარდასცემ შენ შვილთა და მომავალთა შენთა. ხორცისა და სისხლისა შენისა თანა იგინი მიიღებენ შენგან შობითგანვე მრავალსა სენსა და ცუდთა მიდრეკილებათა; იზრდებიან რა იგინი სახლსა შენსა წინაშე პირისა შენისა, ხშირად ხედვენ ცოდვასა შენსა, მიეჩვევიან მას და ესრეთ უნებრივად შეიქმნებიან მემკვიდრედ შენისა ცოდვისა და უბედურებისა.