ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ცოდვა
განგებ ჰქმნა, ძმანო ჩემნო, ღმერთმან ესრეთ, რათა ყოველსა ცოდვასა მიუდგებოდეს ცხადი სენი და უბედურება. კაცსა აქვს დიდი მიდრეკილება ცოდვისადმი; ცოდვა ადვილად მიიზიდავს კაცსა და აცთუნებს. გარნა ღმერთმან ყოველი ცოდვა შეაერთა რომლისამე უბედურებისა თანა, რათა შეგაშინოს შენ და განგაშოროს ცოდვისაგან.