თემა: ცოდვა, ჯოჯოხეთი
განა შეიძლება ამის შემდეგ გვშურდეს არაწმიდა ადამიანების მიწიერი ბედნიერებისა? განა პირიქით, არ უნდა გვებრალებოდეს, როგორც ამ გარეგნული კეთილდღეობით ღვთის წყალობის სრულად მიმღებელნი, შესაძლოა, იმ პატარა კეთილი ქმედებებისათვის, რომელსაც ისინი ოდესღაც თავის ცხოვრებაში აღასრულებდნენ; ამიტომ სიკვდილის შემდეგაც სრულად მიიღებენ მართალი მსაჯულისაგან ყველა იმ არაწმიდებისათვის, რომლითაც სავსე იყო მათი ცხოვრება. "არაწმიდათა გზა ფართოა, - წერს წმიდა ტიხონ ზადონელი, - მაგრამ მას მარადიული ტანჯვის სიბნელეში მიჰყავს".