თემა: ცდუნება, ცოდვა
რა შეიძლება იყოს მაცდუნებელზე უფრო საშინელი? ეშინიათ ხოლმე ცეცხლის გამჩაღებლების, ქურდების, მკვლელების, მომწამვლელების, მაგრამ რამდენად საშინელია ქრისტიანი, რომელიც ატარებს გადამდებ ცოდვას, საკუთარ მოყვასს მადლმოსილ ცხოვრებას ართმევს, ეშმაკის ტყვეობაში აგდებს მას და ჯოჯოხეთისაკენ უბიძგებს?