
თემა: ცოდვა, ჯოჯოხეთი
ცოდვის ტყვე მაღალი და ციცაბო მთიდან ჩამომავალ ადამიანს ჰგავს: თავდაპირველად ჰორიზონტი ფართოა, თვალწინ მრავალი ხედი წარმოდგება, მაგრამ რაც უფრო შორს და ქვემოთ ჩადიხარ, ჰორიზონტი ვიწროვდება, ხედები და კვალი მცირდება და ბოლოს რჩება ერთი გზა, რომელსაც მივყავართ, ან უკეთ რომ ვთქვათ, გვჩეხს უფსკრულში.