თემა: მარხვა,  მოთმინება,  ქურდობა


ღირსი ზენონ პეჩორელი, მმარხველი.

პალესტინაში მოგზაურობისას წმიდა ზენონი დაიღალა და ერთი ბაღის სიახლოვეს ლოდზე ჩამოჯდა. მშიერს სურვილი გაუჩნდა, ბაღიდან ერთი კიტრი მოეწყვიტა და პირი გაესველებინა.
    მერე დაფიქრდა და თქვა:
    -ჰოი, უბადრუკო ზენონ, ქურდები ხომ ისჯებიან? მაშ, გამოსცადე საკუთარი თავი, შეგიძლია თუ არა ტანჯვის დათმენა.
    ის ტრიალ მინდორჩი თაკარა მზის ქვეშ დადგა და ხუთი დღის მანძილზე არ განძრეულა. როდესაც სიცხისა და უწყლობისაგან უკიდურესად დაუძლურდა და დარწმუნდა, რომ მეტის ატანა აღარ შეეძლო, საკუთარ თავს უთხრა:
    -ზენონს არ შეუძლია სასჯელის ატანა; არ შეუძლია აიღოს ის, რაც მას არ აკუთვნის
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები