ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: რწმენა, ცხონება
როდესაც იუდეველებმა ჰკითხეს უფალს: "რაი ვყოთ, რაითა ვიქმოდით საქმესა ღვთისასა?" უფალმა მიუგო: „ესე არს საქმე ღვთისაი, რაითა გრწმენეს, რომელი-იგი მან მოავლინა" (ინ. 28-29). ცოცხალი რწმენა არის საქმე და ეს "საქმე ღმრთისა" იმდენად დიდია, რომ მისი მეშვეობით სრულიად შესაძლებელია ცხონება. ასეთი რწმენა ადამიანის მთელი ცხოვრებით, მთელი არსებით გამოიხატება: იგი მოიცავს მის აზრებს, გრძნობებს, მთელ მის საქმიანობას. "რომელსა ჰრწმენეს ჩემი (ასეთი რწმენით), აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნო" (იქვე, 47).