ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: ცხონება, მცნებათა დაცვა, რწმენა
რა უნდა ვქნათ იმისათვის, რომ ვცხონდეთ? ამ კითხვის პასუხს სახარებაში ვპოულობთ. უფალმა გამოგვიცხადა, რომ იმათი ცხონებისათის, ვისაც არა სწამს ქრისტე, აუცილებელია იწამონ იგი, ხოლო ვისაც სწამს, მათთვის ქრისტეს მცნებებით ცხოვრებაა საჭირო. ურწმუნო საუკუნო წარწყმედის კერძია, ხოლო თუ კაცს ქრისტე მხოლოდ სიტყვით სწამს, მაგრამ არ ასრულებს მის წმიდა მცნებებს, ანუ საქმით უარყოფს ქრისტეს, იმას საუკუნო წარწყმედა ელის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცხონებისათვის საჭიროა ქრისტეს ცოცხალი რწმენა.