ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)
თემა: აზრები, გულისთქმანი, ცოდვა
ადამიანი ვიდრე სიტყვით და საქმით შესცოდავდეს, ჯერ ფიქრით სცოდავს. ფიქრი ცოდვის დასაბამია, ყველა დანარჩენი ზნეიბრივი შეცოდებანი მისი შედეგია. ამიტომ თავს უცოდველად ნურავინ წარმოაჩენს, რაკი არავინ მოუკლავს, არავინ გაუძარცვავს, არავის შეურაცხყოფს, რომ ცილი არავის დასწამა. ყველა ჩვენგანს სჩვევია შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური ფიქრები. გველი შხამიანია არა მხოლოდ იმიტომ რომ გესლავს, იმიტომაც, რომ შინაგანად გესლის მატარებელია.