ავტორი:
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
თემა: შეურაცხყოფა, ბოროტება, შურისძიება, სიყვარული მოყვასისადმი, სიკეთე, მრისხანება
49. ყველას, ვისაც შეურაცხმყოფელისა არც შურს, არც ურისხდება, არც ძვირად იხსენიებს, ბოროტებაზე ბოროტებით არ პასუხობს, ჯერ კიდევ არ გააჩნია მისდამი სიყვარული, რამეთუ მას შეუძლია, მცნების თანახმად, სიყვარულის გარეშეც არ მიაგოს ბოროტებას ბოროტებით. საკუთარი თავის იძულების გარეშე კი, არც ისე ადვილია, ბოროტებას სიკეთით უპასუხო, იმიტომ რომ კეთილგანწყობით მოძულეთადმი სიკეთის ქმნა მხოლოდ სრულყოფილი სულიერი სიყვარულის მქონეთა თვისებაა.