image

თემა: ცოდვა

როგორ უნდა შეიტყოს კაცმა მისი სიცოდვე? შენს უსჯულოებასა და სიცოდვეს იმით მარტო ვერ შეიტყობ, ძმაო, რომ გაიხსენო, რომელი და რამოდენი ცოდვა გიქმნია მას უკან, რაც აღსარება უთხარი მოძღვარსა შენსა. ეს ძნელი არ არის, ძმანო ჩემნო და არც დიდს სარგებლობას მოგცემსთ. უსაჭიროესი საქმე აქ არის ის, რომ გამოიკვლიო და შეიტყო შინაგანი შენი სულიერი მდგომარეობა; იცნობდე ყოველთა შენთა ბოროტთა თვისებათა, მიდრეკილებათა, ჩვეულებათა, რომელნი არიან მიზეზნი და წყარონი ყოველთა შენთა ცოდვათა. თუ შენ კარგად გამოიკვლიე და იცნობ მათ, და ამასთანავე, მეცადინე იქნები, რომ გაისწორო იგინი, მაშინ ყოველნი შენნი ცოდვანი თავისთავად მოისპობიან.
image image
 
თემატური კითხვები