image

თემა: მარხვა,  მოწყალება

უკუეთუ სცე მშიერსა პური შენი და უცხოი შეიყვანო ვანად შენდა და მოისპო უკეთურებაი შენი შენგან, მაშინ შეგიწყნაროს შენ და შეიწიროს ლოცვაი შენი. რაი სარგებელ არს შენდა, უკუეთუ იმარხვიდე და ხედვიდე გლახაკთა მშიერთა და არა გამოზარდნე! არა უწყია? რაი-იგი შეემთხვია ქალწულთა მათ, რომელნი ყოველთა დღეთა იმარხვიდეს და ქუეყანასა ზედა დაწვებოდეს და გუამნი მათნი განიწმიდნეს? ვინაითგან არა სწყალობდეს გლახაკთა, დაეხშა კარი წყალობისაი წინაშე მათსა. ამისთვის თქუა ღმერთმან: ოდეს იმარხვიდე და გლახაკსა წარსცე საზრდელისა შენისაგან, რაითა ჭამოს და განძღეს და გილოცოს შენ, შეისმინოს უფალმან წყალობისა მისთვის შენისა გლახაკთა მიმართ და შეგიწყალოს. ხოლო მონაზონნი განშორებულნი ღმრთისათვის, რომელთა არარაი აქუს სახმართაგანი, განუხმობიან გუამნი მათნი მარხვითა, ლოცვაი მათი წმიდაი და უბიწოი არს. და სხუანი, რამეთუ იმარხვენ და საზრდელითა მათითა ზრდიან გლახაკთა და მშიერთა, შეიწირავს ღმერთი მარხვასა მათსა წყალობისა მათისათვის. არა გასმიესა, რავდენნი კეთილნი აღთქუმულ არიან მმარხველთათვის?
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები