თემა: ბოროტება, სიკეთე, ღვთის სათნო ყოფისათვის, ცხონება
ბოროტების არქმნა ღვთივსათნო ცხოვრების დაწყების მხოლოდ პირველი საფეხურია - არა უმეტეს იმისა, რომ მხოლოდ ასვლაა მანკიერი ცხოვრებიდან სათნოებისკენ. საკუთარი სულის ცხონებისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ბოროტებისგან განშორება, საჭიროა აგრეთვე სიკეთის ქმნაც. დავით მეფსალმუნე ბრძანებს: ბოროტებასთან განშორების შემდგომ "ქმენი სიკეთე" (ფს. 33, 15).