image

თემა: ბოროტება,  ცოდვა

რაოდენ მცირედაც არ უნდა გეჩვენებოდეს ცოდვა, ის მაინც ბოროტი მარცვალია, რომლიდანაც, შესაძლოა, უზარმაზარი უზარმაზარი ბოროტება ამოიზარდოს. ეს იგივეა, რაც შხამიანი მცენარის თესლი: თითქოს მასზე მცირეა, მაგრამ რა მომაკვდინებელი ნაყოფი აქვს, როდესაც გაიზრდება! ასეთია, მაგალითად, ღვინოში თავშეუკავებლობის გამოცდილება, რომელსაც თავიდან გასართობად იწყებენ და ხშირად თრობით მთავრდება, ასეთივეა მიდრეკილება იმისა, რომ უსმინო სხვების დაცინვას და ცილისწამებასაც კი: თავდაპირველად ეს მხოლოდ ხუმრობაა, ამავდროულად კი იგი გაიზრდება დაცინვის, განკითხვისა და ჭორაობის ჩვევაში. ყოველი დამნაშავე თავდაპირველად უდანაშაულო იყო და უეცრად როდი გახდნენ დიდი ცოდვილნი. მანკიერების გზაზე მათი პირველი ნაბიჯი ნაკლებად შესამჩნევი იყო, მაგრამ რადგანაც არ შეაჩერეს, ის საშინელი ბოროტმოქმედების დასაწყისი გახდა. სულის დამღუპველმა თავდაპირველად, შესაძლოა, მხოლოდ ჩიტი მოკლა. ბოროტების მცირე დასაწყისიც კი არ უნდა დავუშვათ. ცოდვა ცეცხლივითაა - მასთან ხუმრობა ძალზე სახიფათოა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები