თემა: განსაცდელები, სიწმინდე, სათნოებები
ნივთი, რომელიც ოქროს ჰგავს, შეიძლება, სუფთა ოქრო იყოს და შეიძლება, მინარევები ჰქონდეს, ან სულაც არ იყოს ოქრო შიგნიდან. ცეცხლში ოქრო იწმიდება, მინარევი შორდება, ყალბი ნივთიერება კი გამოაშკარავდება. ასევე ადამიანის სათნოება შეიძლება იყოს წმიდა და მტკიცე, ღვთისთვის აღსრულებული და ღვთის ძალის მიერ განმტკიცებული, ან უწმიდური, რომელთანაც შერწყმულია ამპარტავნების გულისთქმები, ანგარება და თვითმაამებლობა, ან სულაც მლიქვნელობა: განსაცდელის ცეცხლში სიწმიდე მაღლდება, უწმიდურობა ჩამოშორდება, მლიქვნელობა ემხილება.