image
ავტორი: ილია II

თემა: თავისუფალი ნება,  ღვთის ნება,  ღვთის სათნო ყოფისათვის,  წუთისოფელში ცხოვრების მიზანი,  სიწმინდე,  სასუფეველი

რა არის ამქვეყნად ჩვენი მთავარი დანიშნულება?
    მორწმუნეთა პასუხი ასეთია: ადამიანის ნებისა და ღვთის ნების თანხვედრა, მათი შერწყმა, ანუ სინერგია, რათა პიროვნება ღვთის ნების აღმსრულებელი გახდეს და მაცხოვართან თანაზიარებით სულიერად გადარჩეს. ამისი შესაძლებლობა ყველას აქვს: ხელისუფალს და მეცნიერს, მიწის მუშაკს და დამლაგებელს, ექიმსა და წარმოების ხელმძღვანელს, ჯარისკაცს, მოსწავლეს და სტუდენტს, მდიდარს და ღარიბს, მოხუცსა და ახალგაზრდას. მთავარია მან შეიცნოს ჭეშმარიტება და თავისი სულიერი და ფიზიკური შრომით სათნო ეყოს უფალს.
    ასევე ყველასა აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ აქვე, ამქვეყნად, მოიპოვოს ისეთი სიწმინდე, რომ განიღმრთოს და მასზეც განცხადდეს მაცხოვრის სიტყვები: "აჰა, სასუფეველი ღმრთისა შორის თქვენსა არს" (ლუკ. 17, 21).
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები