თემა: მწუხარება, უბედურება, ღვთის განგება, ღმერთი
უფალი ჩვენი - ყოვლისმცოდნეა: ამიტომ მას ესმის ყოველი ჩვენი ამოოხვრა, ხედავს ყოველ ჩვენს ცრემლს; ღმერთი ჩვენი - ყოვლისშემძლეა: ამიტომ, მას შეუძლია, დაგვიხსნას ყოველგვარი მტრისგან, თვით სიკვდილის ბრჭყალებისგანაც კი; ღმერთი ჩვენი - ყოვლადსახიერია: ამიტომ, მას სურს, რომ ვტკბებოდეთ კეთილდღეობით ახლანდელ, მის მიერ მონიჭებულ ცხოვრებაში. ამგვარად, თუკი ყოველივე ამის მიუხედავად, რაიმე უბედურება გვთრგუნავს, ნიშნავს, რომ ის, ღვთის განგებით, ჩვენთვის სასარგებლო და აუცილებელია.