image
ავტორი: ილია II

თემა: ეკლესია

დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი განსხვავებული აზრის შემწყნარებლობისა ეკლესიაში ოდითგან იყო აღიარებული და დაცული. ეკლესიის წევრები იყვნენ მეფეები და გლეხები, მონარქისტები და რესპუბლიკელები, დიდნი და მცირენი..., რადგან უფალში ერთია ყველა; აქ არ არის "ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არცა აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა” (გალ. 3,28). ღვთის წიაღში ერთიანდება უფლის მცნებების ყველა დამცველი, მიუხედავად თავისი პოლიტიკური, სოციალური, ეროვნული, თუ ასაკობრივი სხვაობისა და ეს ქმნის ეკლესიის ერთობას. ამიტომაც ეკლესიას, როგორც ქვეყნის მთლიანობის ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს, ყველა უნდა გაუფრთხილდეს.
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები