image
ავტორი: ილია II

თემა: ეკლესია,  თავისუფლება

მართალია, ეკლესია იერარქიის პრინციპს ემყარება, მაგრამ იგი არ ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას. ეკლესიის წევრი შეიძლება გახდეს და, ამავე დროს, საეკლესიო იერარქიის ნებისმიერ საფეხურზე დადგინდეს ესა თუ ის პიროვნება, განურჩევლად მისი სოციალური, ეთნიკური და რასობრივი წარმომავლობისა; აღსანიშნავია ისიც, რომ ეკლესიაში იერარქიულ კიბეზე ასვლის საშუალება ეძლევათ იმ ადამიანებსაც, რომელთაც წარსულში გარკვეული სახის დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, მაგრამ სინანულითა და სულიერი ფერისცვალებით ახალი ცხოვრება დაიწყეს.
    პიროვნებისადმი ამგვარი დამოკიდებულება ეკლესიაში პირველი საუკუნეებიდანვე იღებს სათავეს, ანუ იმ დროიდან, როდესაც მთელ მსოფლიოში ბატონობდა ტირანია, აბსოლუტიზმი და იმპერატივიზმი.
    ეს არის ღვთივბოძებული წესი ცხოვრებისა, რომელიც უფლისმიერი მადლმოსილების გამო ჟამთა სვლას არ ექვემდებარება, მარად ახალია და "სრულყოფის" მიზნით რაიმე ცვლილებების შეტანას არ საჭიროებს. სამწუხაროდ, ჩვენს დღევანდელ ყოფაშიც გამოჩნდნენ ე.წ. რეფორმატორული სულით შეპყრობილი ადამიანები; როგორც ფსევდოლიბერალები, ისე ფსევდოკონსერვატორები.
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები